მხატვრობა
Saturday, May 21, 2011
ფერწერა
ფერწერა (ფერით წერა), სახვითი ხელოვნების სახეობა, სადაც მხატვრის შემოქმედებითი დამოკიდებულება საზოგადოებრივი და ბუნებრივი მოვლენებისადმი საღებავების მეშვეობით რაიმე ზედაპირზე გადმოიცემა სახიერად.
ფერწერა იყოფა შემდეგ ქვესახეებად: მონუმენტური ფერწერა, კედლის ფერწერა ანუ ფრესკა, დეკორატიული ფერწერა(დიზაინი), დაზგური ფერწერა და მინიატურული ფერწერა.
გამოსასახი საგნებისა და მოვლენების მიხედვით ფერწერა იყოფა ჟანრებად, რომელთაგან მთავარია: ისტორიული ფერწერა, ყოფითი ფერწერა, ბატალური ფერწერა, ანიმალისტური ფერწერა,ნატურმორტი პეიზაჟი და პორტრეტი.
ისტორიული ფერწერა მხატვრული მიმდინარეობა, სტილი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ფრანგმა მხატვარმა, არქიტექტორმა და თეორეტიკოსმა ანდრე ფელიბიენმა 1667 წელს.
ისტორიული ფერწერა ასახავს კლასიკურ ისტორიულ, რელიგიურ და მითოლოგიურ სცენებს. უმეტესწილად ამ კატეგორიის ნახატები იქმნებოდა ისტორიის ამა თუ იმ ფაქტის ვიზუალურად შენარჩუნებისთვის.
ისტორიულ ფერწერაში შედის აგრეთვე ღმერთების და ქალღმერთების ამსახველი ნახატები, რომლებზეც ღმერთები ადამიანის სახეს ატარებენ. საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში იქმნებოდა ისტორიული ნახატები, სადაც შიშვლად იყვნენ გამოხატულნი სხვა და სხვა გმირები.
ამ დროს სხვა მხატვრები კლასიკურ სამოსში გამოწყობილებს ხატავდნენ ისტორიულ გმირებს. მაგალითად ბენჟამინ ვესტმა 1770 წელს დახატა ”მთავარი მგლის სიკვდილი”. ეს ნახატი ჯორჯ III-ემ შეუკვეთა მხატვარს, მაგრამ როდესაც ნამუშევარი ნახა დაიწუნა და უარი თქვა ფულის გადახდაზე, სწორედ ნახატზე ასახული კლასიკური სამოსის გამო.
ნატურმორტი(მკვდარი ბუნების სიბრტყეზე გადმოცემა) (ფრანგ. nature morte - მკვდარი ბუნება), კომპოზიცია (მხატვრობასა და ფოტოგრაფიაში), რომელზეც უსულო საგნებია ასახული. ტერმინი გაჩნდა XVII საუკუნის დასასრულს.
პეიზაჟი (ფრან. paysage ) – არის სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელშიც ბუნების სურათია ასახული. იგი ფრანგული სიტყვაა, სიტყვა–სიტყვით ნიშნავს ბუნების ხედს, ადგილმდებარეობის გამოსახულებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პეიზაჟი არის ბუნების სახეების პლასტიკური გამოსახვა.
თავდაპირველად პეიზაჟი წარმოადგენდა მხოლოდ ფონს ფიგურულ სურათებში, იგი არ ყოფილა ნაწარმოების მთავარი თემა. დამოუკიდებელი პეიზაჟების ხატვა აღორძინების ხანის დიდმა მხატვრებმა დაიწყეს – გერმანელმა ალბრეხტ დიურერმა (1471–1528), გენიალურმა იტალიელმა ლეონარდო და ვინჩიმ (1452–1519) და სხვებმა.
პეიზაჟური მხატვრობა განსაკუთრებით გაიფურჩქნა ნიდერლანდურ ხელოვნებაში XVII საუკუნეში. ამ საქმის ოსტატები იყვნენ იაკობ რეისდალი (1628–1682), რომელიც გატაცებული იყო ქარიშხლისაგან წაქცეული ხეების, ტყეებისა და ციხეთა ნანგრევების ხატვით, აგრეთვე მეინდენტ გობემა (1638–1709), რომელიც ხატავდა ნათელ, მზის შუქით სავსე პეიზაჟებს.
თემატურად პეიზაჟური ფერწერა იყოფა რამდენიმე სახედ: არის პეიზაჟები, რომელიც ასახავენ ბუნების რეალურ ან გამოგონილ ადგილებს. არის პეიზაჟები, რომლებშიც ჭარბობს ქალაქის ხედები ანდა არქიტექტურული ანსამბლები. არის პეიზაჟები, რომლებშიც დიდი ადგილი უკავია ზღვის ხედებს, მაგალითად რუსი პეიზაჟისტის აივაზოვსკის (1817–1900) ტილოებში.
პორტრეტი (ფრანგ. portrait<portraire - გამოსახვა (მოძველებული), რეალურად არსებული პიროვნების (ან გამოგონილი ლიტერატურული გმირის), ადამიანთა ჯგუფის გამოსახვა ან აღწერა (მაგ., ლიტერატურაში). პორტრეტი სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ძირითადი ჟანრია (ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა, ფოტოხელოვნება).
პორტრეტის საფუძველი მემორიალური საწყისია - კონკრეტული ადამიანის სახის უკვდავყოფა. ძირითადი კრიტერიუმია გამოსახულების მსგავსება მოდელთან, ორიგინალთან, მისი სულიერი არსის სწორად გახსნა, ინდივიდუალობის, ტიპური ნიშნების წარმოჩენა, პორტრეტი ძირითადად ნატურიდან იქმნება. არსებობს დაზგური (სურათი, ბიუსტი, გრაფიკული ფურცელი), მონუმენტური (სკულპტურული მონუმენტი, ფრესკა, მოზაიკა) პორტრეტისხვადასხვა ეპოქაში პორტრეტს ათავსებდნენ მონეტაზე, მედალზე (სამედალო ხელოვნება), გე,აზე (გლიპტიკა). პორტრეტი შიძლება იყოს ინდივიდუალური, წყვილი (ორმაგი) და ჯგუფური. პორტრეტის სპეციფიკური ტიპის ავტოპორტრეტი. პორტრეტული ჟანრის საზღვრები მერყევია. ზოგჯერ საკუთრივ პორტრეტი ერწყმის სხვა ჟანრს. პორტრეტში შეიძლება გაიხსნას მორალური სახე, გადმოიცეს მოდელის როგორც დადებითი, ისე ნეგატიური ხასიათი (კარიკატურა, შარჟი), აისახოს მნიშვნელოვანი მოვლენები.
პორტრეტული ჟანრი უძველეს პერიოდში ჩაისახა, მისი პირველი ნიმუშები ძველი აღმოსავლეთის, კერძოდ ძველი ეგვიპტის ხელოვნებაში ხვდება. როგორც ჩანს, პორტრეტი ძველ ეგვიპტეში დაკავშირებული იყო გარკვეულ კულტთან, იგი რელიგიურ-მაგიურ ხასიათს ატარებდა. მოდელის დუბლირება აუცილებელი იყო იმქვეყნიური ცხოვრებისათვის, ამიტომაც შეიქმნა კანონიზებული პორტრეტული ტიპი. დროთა განმავლობაში ძველეგვიპტური პორტრეტის ხასიათი შეიცვალა, გაღრმავდა მისი ფსიქოლოგიური შინაარსი (განსაკუთრებით ახალი სამეფოს, თლ-ელ-ამარნის, პერიოდში, ძვ. წ. XIV ს.).
ძველი საბერძნეთის ეპოქაში შეიქმნა განზოგადებულ-იდეალიზებული სკულპტურული პორტრეტის ტიპი. ძვ. წ. IV საუკუნიდან პორტრეტმა უფრო ინდივიდუალური სახე მიიღო. ელინისტურ ეპოქაში (ძვ. წ. III საუკუნიდან) პორტრეტს დრამატული ხასიათი მიეცა. პორტრეტულმა ხელოვნებან მაღალ განვითარებას მიაღწია ძვ. რომში. ძველ რომაულ პორტრეტის სტრუქტურის ძირითადი საფუძველია მოდელის დამახასიათებელი ნიშნების ზუსტი გამოსახვა, ინდივიდუალურისა და ტიპურის ერთიანობა, ძვ. რომის საუკეთესო პორტრეტებისათვის დამახასიათებელია ფსიქოლოგიზმი, მხატვრული სიზუსტე. ელინისტურსა და ძვ. რომის ეპოქაში ფართოდ გავრცელდა პორტრეტული ბიუსტები, სტატუები. განსაკუთრებით საინტერესოა ე. წ. ფაიუმის პორტრეტი (ეგვიპტე, I-IV სს.), რომლებიც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ძვ. აღმოსავლეთის პორტრეტის რელიგიურ-მისტიკურ ტრადიციებთან, ამასთან, განიცადა ანტიკური ხელოვნების გავლენა. იგი უშუალოდ ნატურიდან იხატებოდა და ამიტომაც კონკრეტულ ადამიანთან მსგავსების ნიშნებს ატარებდა.
შუა საუკუნეების პორტრეტის განვითარებაზე განსაკუთრებით ძლიერად იმოქმედა სპირიტუალისტურ და სტიქიურ-მატერიალუსტური ტენდეციების წინააღმდეგობებმა, მხატვრები იფარგლებოდნენ მკაცრი საეკლესიო კანონებით, იშვიათად მიმართავდნენ პიროვნებათა ხასიათების გადმოცემას. შუა საუკუნეებში პორტრეტი საეკლესიო არქიტექტურულ-მხატვრული ანსამბლის განუყოფელი ნაწილია. მხატვრები გამოსახავდნენ მხოლოდ მაღალი წოდების წარმომადგენელთა (მმართველები, მათი ოჯახის წევრები, დაახლოებული პირები, დონატორები) პორტრეტებს. დიდი კონკრეტულობით ხასიათდება შუა საუკუნეების ჩინური პორტრეტი (განსაკუთრებით სუნის პერიოდისა, X-XIII საუკუნეები); ასევე საინტერესოა იაპონელი ოსტატების მიერ შექმნილი ფსიქოლოგიური პორტრეტული ხელოვნების ნიმუშები.

ხელოვნება
ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.
ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.
შუა საუკუნეებში ტერმინი ხელოვნება გამოიყენებოდა სწავლების აღსანიშნავად, განიხილებოდა როგორც შეცნობის ინსტრუმენტი. ამ ეპოქის შვიდ თავისუფალ ხელოვნებას მიეკუთვნებოდა: გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა, არითმეტიკა, მუსიკა, გეომეტრია და ასტრონომია. დასავლურ კულტურაში ვიზუალურ ხელოვნებათა შორის საუკუნუნეების განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ ფერწერა და სკულპტურა. ისლამურ კულტურაში ძირითადი ფორმა ორნამენტი იყო, ვინაიდან ეს რელიგია ცოცხალი არსებების გამოსახვას კრძალავდა. ზოგიერთ კულტურაში ნიღბები, ტატუირება, კერამიკა და ლითონის ნაკეთობები იყვნენ სახვითი ხელოვნების ძირითადი ფორმები. ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა ხელოვნების ახალი ფორმების გაჩენა, როგორებიცაა: ფოტოგრაფია და კინო, ხოლო თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები ხილული სახეების სრულიად ახალი ფორმების შექმნისა და წარმოდგენის საშუალებებს იძლევა.

Subscribe to:
Posts (Atom)